გლდანში მამაკაცი მოკლეს - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

მკვლელობა გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე. შუახნის კაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა იპოვეს. ის პროზექტურაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

50 წლამდე მამაკაცი მე-12 სართულზე ცხოვრობდა, სადაც სათვალთვალო ვიდეო კამერებია დამონტაჟებული.

ბოჭორიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.