არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც არიან, რომლებიც რამდენიმე დღეა, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან, კიბეზე პატარა სკამების დადგმა სურდათ, თუმცა, მათი თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.