შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია „გლოვოს“ კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
No article in the selected categories