ავჭალის გაუქმებულ ხიდთან 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაცვლილი ნახეს

ავჭალის გაუქმებულ ხიდთან 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაცვლილი ნახეს | რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონა სახლიდან გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გავიდა, შემდეგ კი მასთან კომუნიკაცია ოჯახმა ვეღარ მოახერხა. მოზარდი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

უფლებადამცველი ნანა ფარჩუკაშვილი ინტერპესნიუსთან აცხადებს, რომ გოგონას ბოლო პერიოდში შეყვარებულთან უთანხმოება ჰქონდა და მასთან დაშორებასაც ცდილობდა: "კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი". მისივე ინფორმაციით, ბიჭი უკვე გამოიკითხა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.