“ჩინური მარილი” - საქართველოში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა

ბოლო ერთი თვეა, საქართველოში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა. „ჩინური მარილი“ - როგრც მასრეზლიზატორები და მომხმარებლები ეძახიან (თუმცა, ახლა მხოლოდ „მარილადაც“ მოიხსენიებენ), ძალიან იაფი ღირს და როგორც გვეუბნებიან, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, უდიდესი რაოდენობით შევიდა და იყიდება. იმის გამო, რომ ახალი ნარკოტიკი, სხვებთან შედარებით, ლამის ოთხჯერ იაფი ღირს, მას ბევრი ეტანება და რაც მთავარია, ის აბებად არის დაფასოებული და შესაბამისად, მოხმარებაც ადვილია.

„ახალი ნარკოტიკი შეიცავს ცოტა ოდენობით ე.წ. 1„პევეპეს“ და ამფეტამინის ნარევს, დიდი ოდენობით კი, დამატებული აქვს მარილი. ოღონდ არა ჩვეულებრივი, არამედ ეს მარილი რაღაც ქიმიური ნაერთებით არის დამზადებული. შესაბამისად, მიღების შემდეგ, ადამიანი თავს მალევე გრძნობს ცუდად, ის მიჰყავთ საავადმყოფოში და იმის მიუხედავად, რომ უტარდებათ ამორეცხვები და პაციენტს შინ უშვებენ, მარილი უკვე წასულიაორგანიზმში, ნელ-ნელა იწყებს მოქმედებას და საბოლოო ჯამში, მიდვდივართ სიკვდილამდე. ძირითადი მიზეზი გულისგაჩერებაა და არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, თუ გულთან დაკავშირებით, ან სისხლძარღვებში რაიმე მცირე პრობლემაც არის, სიკვდილი გარდაუვალია“,-გვეუბნება პიროვნება, რომელიც ამ პრეპარატის ქიმიური ანალიზის პროცესში იღებდა მონაწილეობას.

სამართალდამცავები აფრთხილებენ ახალგაზრდებს, რომ ეს იაფი ნარკოტიკი, თითქმის გარანტირებული სიკვდილია, მაგრამ მათ არავინ უჯერებს. უკვე დაფიქსირდა 20-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა და სავარაუდოდ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ოჯახი ცდილობს დამალოს სიკვდილის ნამდვილი მიზეზი, რაც პანიკის ატეხვის საფუძველს არ იძლევა. რეალურად, ახლა სწორედ რომ განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათ და ტელევიზიითა თუ სოციალური ქსელებით, მუდმივად უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მიწოდება ამ ნარკოტიკთან დაკავშირებით და იმის ახსნა, რას და როგორ იწვევს ნარკოტიკული ბაზრის ეს ახალი ფავორიტი.

პატიმარი #0578

 

 

პატიმრის დღიური