ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც, სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ხუთივე ახალგაზრდა ადგილობრივია და ხონში აფხაზეთის ქუჩაზე ცხოვრობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.