ბათუმში 78 წლის ქალს ზებრაზე გადასვლისას ავტომობილი შეეჯახა

 ბათუმში 78 წლის ქალს ზებრაზე გადასვლისას ავტომობილი შეეჯახა - მძღოლი ადგილიდან მიიმალა, ქალი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაშია | გამოცემა ბათუმელების ცნობით, შემთხვევა 19 სექტემბერს მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. როგორც მათ ქალის შვილმა უთხრა, ექიმები ამ დრომდე კრიზისის გადალახვას ელოდებიან

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც გამოცემას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები