ტაძრების გაქურდვის ბრალდებით კაცი დააკავეს - წაღებულია ჯვრები და შესაწირ ყუთში მოგროვილი თანხა

ტაძრების გაქურდვის ბრალდებით კაცი დააკავეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს პროკურატურაში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცმა სააღდგომო დღეებში კახეთში რამდენიმე ტაძარი გაქურდა - წაღებულია ჯვრები, შესაწირ ყუთებში მოგროვილი თანხა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია შესაწირი ყუთდან წაღებული თანხა და საეკლესიო ნივთები.