გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

არსებული ინფორაციით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექიმები ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა, კაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელია.