გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა. შემთხვევას წინ ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მანამდე ოთახში ბუნებრივი აირიც გაუშვა
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ
გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს
No article in the selected categories