ავარია ლილოს დასახლებაში - დაშავდა 4 ადამიანი

თბილისში, ლილოს დასახლებაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სატვირთო შეეჯახნენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.