ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა. შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის ცოლს, 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობელს მსგავსის განმეორება აუკრძალა. მკვლელობის ღამეს, მოკლული მეზობელთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტი 19 მაისს მოხდა.