ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და კოალიციის "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.