ზაგათალის რაიონის სოფელ მოსულში ინგილო ქართველი დაიღუპა

14 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 67 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველი ოსმან ორუჯოვი გარდაიცვალა. იგი შვილიშვილთან და მეზობლის ბავშვთან ერთად ზაქათალის რაიონის სოფელ ყაფანახჩთან ახლოს მდინარეზე საბანაოდ იმყოფებოდა. საღამოს, მდინარიდან დაბრუნებისას, სოფელ მოსულის შესასვლელთან მოტოციკლეტის გადაბრუნება სამწუხაროდ ტრაგიკულად დამთავრდა. ბავშვები მსუბუქად დაშავდნენ და მათ ზაქათალის ცენტრალურ რაიონული საავადმყოფო უკვე დატოვეს, ავტომობილის მძღოლი კი გუშინ დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

ზაქათალის რაიონის სოფელი მოსულიეთნიკური ქართველებითაა დასახლებული (მოსახლეობა 3000-მდე) და ჯერ კიდევ 1938 წლიდან სოფელში ქართული სკოლაც გაიხსნა (ამჟამად სკოლაში მოქმედებს აზერბაიჯანული და ქართული სექტორები).სოფელ ყაფანახჩი (ქაფანაქჩი) ასევე ინგილო ქართველებითაა დასახლებული, რომლებმაც საინგილოს სხვა არაერთი სოფლის მსგავსად, სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენა თანდათან დაივიწყეს საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობის გულგრილობისა და ადგილობრივი საბჭოთა აზერბაიჯანის ადმინისტრაციის მცდელობის შედეგად (ქართული ენის ინგილოური დიალექტი ასეთ ყოფილ ინგილოთა სოფლებში მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა კი მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ ადრე თურმე ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ).

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი