ზვიად რატიანი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს - შსს

პოეტი ზვიად რატიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რატიანის დაკავება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოხდა.