პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ თანამშრომლებმა ერთობლივად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, „დარიალის“ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.