თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.