"სადახლოზე" ₾43 ათასის ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

"სადახლოზე" 43 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოგამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟეოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისროგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისდათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსსაიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 279,9 გრამი)გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟოღირებულებამ 42 919,23 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურს გადაეცა", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.