ესპანეთის მთავრობამ ლამინ იამალის დაბადების დღის წვეულებასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა.
ბარსელონას ვინგერმა 18 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, რომელიც ბარსელონიდან ჩრდილო-დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარე ოლიველიაში, ქირით აღებულ სახლში გაიმართა. წვეულებას ცნობილი სტუმრები, ინფლუენსერები, თანაგუნდელები და მუსიკოსები ესწრებოდნენ.
მოგვიანებით, აქონდროპლაზიისა და სხვა ჩონჩხის დისპლაზიის მქონე ადამიანთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წვეულებაზე გასართობი მიზნით დაქირავებულნი იყვნენ ადამიანები ჯუჯა აღნაგობით. მომხდარმა მკაცრი რეაქცია გამოიწვია ესპანეთის აქონდროპლაზიისა და ჩონჩხის დისპლაზიის მქონე პირთა ასოციაციის (ADEE) მხრიდან, რომელმაც ეს ფაქტი 21-ე საუკუნეში სრულიად მიუღებლად შეაფასა.
როგორც COPE იუწყება, ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ მიმართა პროკურატურას, ომბუდსმენს და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საწინააღმდეგო სამმართველოს, რათა გამოიძიონ, დაირღვა თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვის კანონი.
აღნიშნული კანონი კრძალავს წარმოდგენებს, რომლებიც დასცინიან ან ავნებენ შშმ პირების ღირსებას.
სამინისტროს აინტერესებს, ხომ არ გახდა წვეულებაზე დამცირების ობიექტი ჯუჯა აღნაგობის მქონე პირების მონაწილეობა. თუმცა, აღინიშნა, რომ აღნიშნულ კანონს სანქციები არ აქვს განსაზღვრული.
ჟურნალისტები დაუკავშირდნენ კატალონიურ კლუბსაც და სთხოვეს კომენტარის გაკეთება, თუმცა გუნდის განცხადებით ისინი არ არიან იმ პოზიციაში, რომ კომენტარი გააკეთონ, რადგან საქმე პირად საკითხს ეხება, თუმცა ფაქტების უკეთესად გარკვევის შემდეგ, პოზიციას აუცილებლად გადახედავენ.
კრიმინალი
ესპანეთის მთავრობა ლამინ იამალის დაბადების დღის წვეულებასთან დაკავშირებით გამოძიებას ითხოვს
- Details
- By ani
- Hits: 24