ბათუმში კაცი ჩაცხრილეს - მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სროლა იყო რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, სასტუმრო "მერიდიანის" მდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია თურქეთის მოქალაქე. შუახნის კაცს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ეს უკანასკნელი სადილობდა. 

მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. 

სასტუმრო "მერიდიანის" წინ, პოლიციაა მობოლიზებული. ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდება სისხლიანი ანგარიშსწორება.