თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს .

„უკრაინის პრეზიდენტის აქ ყოფნა დიდი პატივია. ვფიქრობ, პროგრესი არის. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა გვქონდა და არის შესაძლებლობა, რომ ეს რაღაც შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის წერილის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინის პირველი ლედისგან, ოლენა ზელენსკასგან მელანია ტრამპისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა.