უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი უკრაინელი ინახავს ჩვენს დროშას, რადგან იციან, რომ მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ - ზელენსკი

ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა:

"ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი უკრაინელისთვის არის მიზანი და ოცნება. ისინი ინახავენ ამ დროშას. ისინი ინახავენ მას, რადგან იციან, რომ ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ. ეს დროშა არის ყველაზე ძვირფასი სიმბოლო ასობით ჩვენი მეომრისთვის, კაცისა და ქალისთვის მთელი უკრაინიდან, რომლებიც იცავენ ფრონტის ხაზის არა მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებას, არა მხოლოდ ვოვჩანსკს ან დობროპილას, არამედ მთელ უკრაინას“

უკრაინის დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.