ლონდონის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ერთკვირიანი გაფიცვა დაიწყეს - მეტროს მოძრაობა შეჩერებულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 64
ლონდონის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ერთკვირიანი გაფიცვა დაიწყეს, მეტროს მოძრაობა სრულად შეჩერებულია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც მედია იუწყება, გაფიცვა ერთ კვირას გაგრძელდება, ყოველდღიურად კი მეტროთი 3.7 მილიონი ადამიანი მგზავრობდა.
თანამშრომლები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
Transport for London-მა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ოპერირებს, განაცხადა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 3.4-პროცენტიანი ზრდა შესთავაზა, თუმცა პროფკავშირში აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შეთანხმებას მიიღებენ, რომელიც სამუშაო კვირის შემცირებას გულისხმობს.

No article in the selected categories