ისრაელმა ქალაქ ღაზის ევაკუაციის ბრძანება გამოსცა

ისრაელს სამხედრო ძალებმა სამშაბათს ქალაქ ღაზის ყველა მოქალაქის ევაკუაციის ბრძანება გამოსცა. მიუხედავად მწვავე საერთაშორისო კრიტიკისა, ისრაელი პალესტინის უდიდეს ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების გეგმას მიჰყვება - ამის შესახებ Financial Time-ს წერს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქის სრული ევაკუაცია გამოაცხადეს - აღნიშნული კი ისრაელის ჰამასის საწინააღმდეგო 23-თვიანი კამპანიის ბოლო ნაბიჯია.

"კამპანიამ სანაპირო სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა და ნაწილში მოსახლეობის სრული შიმშილი გამოიწვია", - წერს გამოცემა.

9 სექტემბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, ისრაელი აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქალაქ ღაზაში იმყოფება, დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს სამხრეთით. ორდერში აღნიშნულია, რომ ისრაელი ქალაქში "განსაკუთრებული მონდომებით" იმუშავებს.

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმა ქალაქ ღაზაზე, რომელსაც ომამდე 1 მლნ მოსახლე ჰყავდა და ამჟამადაც ასობით ათასი პალესტინელითვისაა თავშესაფარი საბოლოოდ გატეხს ჰამასის სამხედრო და სამთავრობო ძალებს და ისრაელს საშუალებას მისცემს, 48-ვე სამხედრო ტყვე გაათავისუფლოს. გასულ დღეებში ისრაელმა გააძლიერა ქალაქზე სარაკეტო თავდასხმებიც.

პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არმია "მთავარი ინტენსიური ოპერაციისთვის" ემზადება.

ისრაელის თავდასხმის გაძლიერებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა ქვეყნის მოკავშირეების, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მხრიდანაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების დარღვევის რისკის წინაშეა. გერმანიამ შეაჩერა იარაღის ექსპორტიც. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ აიკრძალებოდა ესპანური პორტების გავლით^ ისრაელში საბრძოლო იარაღის გაგზავნაც, რადგან ისრაელი ღაზაში "მოსახლეობის გენოციდს აწყობს".

2023 წლის 7 ოქტომბრიდან, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციებს 65 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონზე მეტი კი იძულებული გახდა, პალესტინა დაეტოვებინა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ახალ სამშვიდობო წინადადებაზე მუშაობს და არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება "ძალიან მალე" შედგება.