ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 67
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაზე, დანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის სასანქციო სიაში რუსეთის 2500-ზე მეტი ორგანიზაცია და ფიზიკური პირია შეყვანილი. დაბლოკილია მათი საბანკო ანგარიშები და აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.
როგორც გამოცემა წერს, სანქციების გახანგრძლივება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხშირად ჩიხში შედის, რადგან უნგრეთი ხშირად გარკვეული პირების სიიდან ამოღებას ითხოვს. ამ შემთხვევაში ოფიციალურ ბუდაპეშტს განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების გახანგრძლივების საკითხს ყოველ ექვს თვეში განიხილავენ.

No article in the selected categories