ვაშინგტონი და კიევი, სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, უკრაინის ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანების საკითხს განიხილავენ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 51
ვაშინგტონი და კიევი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ფარგლებში განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ევროკავშირში, შესაძლოა, 2027 წელს გაწევრიანდეს.
ამის შესახებ, ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის ასეთი სწრაფი შესაძლო გაწევრიანება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებს აღელვებს. თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ შეძლებენ უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევას, რომელსაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს.
სტატიის მიხედვით, მიიჩნევა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ინვესტიციებს და, ასევე, კორუფცასთან ბრძოლას.
„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ვაშინგტონი და კიევი ასევე განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ, დონეცკის ოლქიდან ხერსონამდე და ჟაპოროჟიემდე დემილიტარიზებული ზონის შექმნის საკითხს.
„ამ დემილიტარიზებული ზონის მიღმა იქნება კიდევ ერთი, უფრო ღრმა ზონა, სადაც აკრძალული იქნება მძიმე შეიარაღების განლაგება. ეს ზონა იქნება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ისე როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული ზონაა“, – წერს სტატიის ავტორი.
მისივე ინფორმაციით, ასევე განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აშშ-ის კონტროლქვეშ გადაცემაც.
No article in the selected categories
