კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 58
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირსტარმერსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„როიტერი“ დაუნინგ სთრითის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეებმა დისკუსიის დროს უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მუშაობაზეც, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვეს.
გავრცელებული ცნობით, კირ სტარმერმადონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების უზრუნველსაყოფად „მსურველთა კოალიციის“ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ მხარეებმა განიხილეს აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩად კრისტიან ტერნერის დანიშვნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პიტერ მანდელსონითანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლეიბორისტული პარტიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან ახლო ურთიერთობას უკავშირდება. კერძოდ, ელჩი მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც გამჟღავნდა, რომ მან ეპშტეინს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა, სადაც მას „საუკეთესო მეგობარი“ უწოდა.
No article in the selected categories
