დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მან მოსახლეობას პრემიერის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე მიმართა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოსტსაც ტოვებს.
სტარმერმა აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზს დღეს დილით შეატყობინა და „ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა თხოვნით, რომ ლიდერის თანამდებობაზე ნომინანტების წარდგენა 9 ივლისიდან ზაფხულის ბოლომდე იყოს შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ პარტიას ახალი ლიდერი სექტემბრამდე ეყოლება. სტარმერის თქმით, მანამდე ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება.
მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.
No article in the selected categories