იალოვას პროვინციაში, სასწავლო მისიის დროს, F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
ირკვევა, რომ პილოტმა კატაპულტირება შეძლო და კატასტროფას გადაურჩა.
კადრებში რომელსაც მედია ავრცელებს, შავი კვამლის სქელი ღრუბელი ჩანს, რომელიც სავარაუდოდ თვითმფრინავის აფეთქებამ გამოიწვია.
No article in the selected categories