სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არსენ გევორგიანი ციხეში გარდაიცვალა. გევორგიანი პოლიტიკური პარტია "ძლიერი სომხეთის" წევრი იყო, ის წარსულში სტეპანავანის მეორბის კანდიდატადაც იყო წარდგენილი.
სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, 10 ნოემბერს, დაახლოებით დილის 07:55 საათზე, 1980 წელს დაბადებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დილის 08:30 საათისთვის კი ექიმებმა მისი ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს.
გევორგიანი 25 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით იყო დაკავებული.
No article in the selected categories