თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, გუნდის წევრებთან ერთად თბილისელ პენსიონერებს შეხვდა

დღეს თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, გუნდის წევრებთან, ქეთი თურაზაშვილთან და ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად თბილისელ პენსიონერებს შეხვდა. 
შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა. ირაკლი კუპრაძემ  ყველა იმ პრობლემის შესახებ მოისმინა, რაც დღეს პენსიონერებს აწუხებთ და შეხვედრის მონაწილეებს, მათთან დაკავშირებული გეგმაც გააცნო.   
1000 ლარიანი პენსია, უფასო მედიკამენტები და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველა პენსიონერს - ეს არის ის პროგრამა მინიმუმი, რომლის შესრულებასაც „ძლიერი საქართველო - ლელო“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე, საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონებში გეგმავს.