გასაოცარი გმირობისა და თავდადების მაგალითია ისტორიის ის თავი, რომელსაც უკრაინა წერს არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ მთელი ევროპის დასაცავად - მამუკა ხაზარაძე

გმირ უკრაინელ ხალხს, ყველაზე მებრძოლ ერს მსოფლიოში, ჩემს ძვირფას მეგობრებს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში წერს:

„გასაოცარი გმირობისა და თავდადების მაგალითია დღეს ისტორიის ის თავი, რომელსაც უკრაინა წერს არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ მთელი ევროპის დასაცავად!

მჯერა, ეს მტკიცე სული ყველა ჯავშანს გაარღვევს და გაიმარჯვებს!”