"ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას - სტუდენტობას" - პრემიერი

მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 

„წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.