საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება მხოლოდ სიტყვები არაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წარმომადგენლობა აღნიშნავს, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა
„საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.