"ლელოს" ლიდერები ისანში ავარიული სახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის ისანი-ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიორგი სიორიძესთან ერთად, ისანში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

„აქ შესვლა არ შეიძლება!“ - ეს არის გაფრთხილება, რომელიც გაკრულია, წლების წინ, დროებით აშენებული შენობის შესასვლელში, სადაც ათობით ადამიანი ამ დრომდე ცხოვრობს.  

თითოეული წუთის ამ შენობაში გატარება, არათუ ცხოვრება, არის უკიდურესად საშიში. მოქალაქეები წლებია, თბილისის მერიას დახმარებას სთხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.