საქართველოს პრეზიდენტს სერბეთის პატრიარქმა წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა.

მიხეილ ყაველაშვილი ტაძარში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, თანხმლები დელეგაციის წევრებთან, ასევე სერბეთის პირველ ლედისთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ სავას ტაძრის ისტორიისა და იქ  დაცული უნიკალური სიწმინდეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.