აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია.
მეჰრიბან ალიევას უმასპინძლეს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.
მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერა მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია „ქვის ხანის საქართველო“, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა. მან ასევე დაათვალიერა საგამოფენო სივრცე „არქეოლოგიური საგანძური“, სადაც წარმოდგენილია ძვ. წ. III ათასწლეულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე პერიოდის უნიკალური ძვირფასი ნივთები.
მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა „აზერხალჩას“ სახელოსნოებში შექმნილი ხუთი უნიკალური ხალიჩა, მათ შორის ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, რუფათ ისმაილოვის ესკიზების მიხედვით შექმნილი ხელით ნაქსოვი ხალიჩები.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
