მოხარული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით - პრემიერი

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.

„როდესაც საუბარია ჩვენს სახელისუფლებო გუნდზე, ორი კრიტერიუმია ჩვენთვის განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება. ამ შემთხვევაშიც, როდესაც მიიღებოდა საკადრო გადაწყვეტილებები, ეს ორი კრიტერიუმი იყო განსაკუთრებული ყურადღებით მხედველობაში მიღებული მთლიანად გუნდის მიერ. დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.