2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება -ირაკლი კობახიძე

„შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე იქნება უსამართლო თამაშის წესები.

„რაც შეეხება ხელისუფლების და ბიზნესის შეხმატკბილებას, შეხმატკბილებას თუ ცუდ სიტყვად მოვიხსენიებთ, ასე იყვნენ „შეხმატკბილებული“ ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე დავინახავთ უსამართლო თამაშის წესებს. ამაზე შეჯერებული ვართ ბიზნესთან. ბიზნესის ინტერესშიც არის, რომ თუ რომელიმე სხვა მონაწილე ბიზნესის სექტორის უსამართლოდ იქცევა, ეს კეთილსინდისიერისთვის არის პრობლემა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. სადმე თუ არის უსამართლო წესები ან წესებიდან გადახვევა და ა.შ., ბიზნესთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.