ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ვეტერანებს, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას - პრემიერი

ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინაღმდეგ ბრძოლას, ასიათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე და ყველას ვალია, პატივი მიაგოს თითოეული გმირის ხსოვნას.

„ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს. 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინაღმდეგ ბრძოლას, ასიათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას და მადლობას გადავუხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს თავიანთი ღვაწლისთვის“, – განაცხადა კობახიძე.