მთლიანობაში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული, ვგულისხმობ ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს, მოძალადეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა მაღალი პასუხისმგებლობით.
„მთლიანობაში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული, ვგულისხმობ ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს, მოძალადეებს და ამ დროის განმავლობაში ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ იყო, მართალია, ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
