პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის ტაძარში, ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო. 

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვაზე შედგა. 

საზეიმო ღვთისმსახურება პატრიარქმა შიო III-მ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.