ოპოზიცია უცხოური აგენტურაა, ხოლო საერთაშორისო რეზოლუციებს საქართველოსთვის ფასი არ აქვს - კობახიძე

ასევე ამ სტატიის შემაჯამებელი სათაურიც : - ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა. 

 

მისივე თქმით, ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

 

„ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა. 

„ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის რა დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საპარლამენტო მანდატებით, ახლა კი დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული.

 

„საბოლოო ჯამში, კარგად მოგეხსენებათ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ აგენტურას, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით.  ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. 

 

„დაახლოებით 2 წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ადამიანი საუბრობს სხვადასხვა ტერმინებით, ეს არის ღიმილისმომგვრელი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ზოგადად, ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგივე დამოკიდებულება აქვს საქართველოში ე.წ ოპოზიციას,  ისინიც, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურ დათმობაზე.

 

„აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი. ეს აჩვენებს ზოგადად, აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას, საქართველოში ე.წ ოპოზიციას, ოპოზიციად წოდებულ პარტიებს, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ისინიც, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურ დათმობაზე, იმიტომ, რომ ეს არის აგენტურის ხვედრი, აგენტურის მენტალიტეტი. იგივე მენტალიტეტით მოქმედებს აგენტურა მოლდოვაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა.

„ძალიან  მნიშვნელოვანია ამ სამმართველოს საქმიანობა. ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება. სამმართველოს უმთავრესი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა. ეს არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, თან არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა და რაც შეგვიძლია აღვკვეთოთ, იმას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული ამ რეზოლუციაში.

 

„აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაა. ადამიანებს რომ გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან, აქედან გამომდინარე, თუ რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. არ არის შანტაჟები და მუქარები საინტერესო. დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის. შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან შესაბამისად, ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ძალა. 

 

ჩვენ გვექნება 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები, იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი 2 წელიწადნახევრის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც.

 

„ეს მაჩვენებელი ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, იმისთვის, რომ ბიზნესი სწრაფად კეთდებოდეს. ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის. ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა. 

 

„მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. 

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისი თქმით, ის სრულიად უინტერესოა მმართველი გუნდისთვის.

 

„ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრიკაზა“. „სტრიკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად უინტერესოა ეს ადამიანი ჩვენთვის“, - განაცხადა პრემიერმა.