ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა

ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. მათივე ცნობით, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.