თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია იმართება.
დღეს ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა ვარლამ ლიპარტელიანმა, კონფერენციაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილიც.
დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში ათ რეგიონში გაიმართა. დასკვნითი, მე-11 კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგიონული კონფერენციების მიზანია ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა.
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეხვედრები აპრილში აჭარიდან დაიწყო.
