ელენე ხოშტარია “ვივამედში” გადაიყვანეს

მსჯავრდებული ელენე ხოშტარია „ვივამედშია”. კლინიკაში იმყოფებიან მისი მკურნალი ექიმებიც.

„ჩემი ინფორმაციით, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევიდეთ კლინიკის ტერიტორიაზე, მივიღოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რესურსი გააჩნია აღნიშნულ კლინიკას, ვინაიდან მე პროფესიული კვეთა ამ კლინიკასთან არ მქონია. შესაბამისად, არ ვფლობ ინფორმაციას. კითხვას, რისთვის იქნება გადმოყვანილი ელენე ხოშტარია – პირველ რიგში, სხვადასხვა დიაგნოსტიკისთვის. დაზუსტებისთვის დიაგნოზის და თანმხლები დაავადებების, რისკების შეფასებისთვის და შემდგომ უკვე მკურნალობის დასაწყებად“, -განაცხადა ექიმმა ანი ქავთარაძემ.

როგორც „ქრონიკას“ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტს მისი მკურნალი ექიმი ეყოლება.

„კლინიკა „ვივამედი“ ამ შემთხვევაში მხოლოდ უთმობს ინფრასტრუქტურას და კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს სრულ მზაობას ყველა იმ კვლევის შესრულებაზე, რაც რეკომენდებული იქნება მკურნალი ექიმის მიერ“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.