გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი სამართლებრივი აქტები მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 2026 წლის 6 ივლისიდან გათავისუფლდა და იმავე დღეს დაინიშნა სუსში.
ბახუაშვილი შსს-ში 10 ივნისს დაინიშნა და თანამდებობაზე თვეზე ნაკლები დროით იყო.
რაც შეეხება მის საქმიან ბიოგრაფიას, ასეთია. სამუშაო გამოცდილება:
2026 წლიდან – დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორი
2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე
2023-2026 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსი
2023 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების უფროსი
2021-2023 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი
2021 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს III განყოფილების უფროსი ინსპექტორი
2017-2021 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი
2007-2017 წლებში – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი (უფროსი ოფიცერი)
ამ მომენტისთვის სულხან თამაზაშვილს 4 მოადგილე ჰყავს. აქედან მხოლოდ გაგა კირკიტაძეა მისი დანიშნული.
პოსტზე მოსვლის მომენტისთვის კი უკვე თანამდებობას იკავებდნენ: ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, შალვა თადუმაძე ისინი ამ დრომდე პოსტზე რჩებიან;
