საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.
ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.
