საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება.
ინფორმაცია საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მისი ბიოგრაფიაც:
"ემი ვ. დიაზი, აშშ-ის საგარეო სამსახურის მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი 2026 წლის ივლისიდან თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის (საქმეთა დროებითი რწმუნებულის) თანამდებობას იკავებს.
ქალბატონ დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა მბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).
მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).
ქალბატონი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.
მან ბაკალავრიატის ხარისხი სენტ-ჯონის კოლეჯში (ანაპოლისი, მერილენდის შტატი) მიიღო, ხოლო არიზონას უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ქალბატონი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მრავალჯერ არის დაჯილდოებული უმაღლესი ღირსების და განსაკუთრებული დამსახურების საპატიო ჯილდოებით. ის დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი"
