ბესარიონ ხარძიანის საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. ხარძიანის საქმე არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები.
„დაწყებული იქიდან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ამ ყველაფრის გაგრძელება – და ამ ყველაფერში იყვნენ ჩართული მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.
